LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი რა ვთქვა.. ვინც ამას ხატავს, ან საერთოდ არ დადის ავტომობილით, ან დადის, მაგრამ საერთოდ ვერ აღიქვამს, როგორ მანევრირებს“ – მევლუდ მელაძე

360
Untitled design (13)

ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით საცობების განტვირთვის მიზნით ქუჩები ახალი დიზაინით უნდა მოეწყოს.

„არ ვიცი რა ვთქვა, ან კიდევ რა ფორმით ვთქვა, მაგრამ ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ვინც ამას ხატავს, ან საერთოდ არ დადის ავტომობილით, ან დადის, მაგრამ საერთოდ ვერ აღიქვამს, როგორ მანევრირებს ის.

შეუძლებელია 90 გრადუსიანი მოსახვევის ორ რიგად უპრობლემოდ გავლა, მით უმეტეს თუ ავტომობილი დიდია (რაც ჩვენთან ხშირია), ანუ გამოდის რომ ორ ზოლში მომავალ ავტომობილებს უმეტეს შემთხვევაში ერთ ზოლად გავლა მოუწევთ და ისიც ერთმანეთის შეფერხებით. როცა მსგავსი გათვლა კეთდება, აღარაფერს ვამბობ რა მოჰყვება ამას უკან, აქვე რაც მოჰყვება ამის დანახვა თუნდაც ამ ნახაზზევე ხომ არის შესაძლებელია? არა?“. – წერს მევლუდ მელაძე.

 

 

არ ვიცი რა ვთქვა ან კიდევ რა ფორმით ვთქვა, მაგრამ ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ვინც ამას ხატავს ან…

Posted by Mevlud Meladze on ოთხშაბათი, 15 თებერვალი, 2023

 

 

შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ  საზოგადოებას ფოტომასალა წარუდგინა, თუ როგორი იქნება რეაბილიტაციის შემდეგ ჟვანიას მოედანი.

„ჟვანიას მოედანზე, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვანძია. მოწესრიგდება ქვეითთა და საავტომობილო ნაკადების მოძრაობა, მოედანი ადაპტირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრის საჭიროებებზე, რათა სრულად უზრუნველყოს მათი კომფორტული გადაადგილება, ან გადაჯდომა შესაბამის მარშრუტებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ 14 თებერვალს გამართულ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

ამავე თემაზე:

„სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ფინიში არ არის, ბოლოს აბსოლუტური გაუვალობისკენ მივალთ“– რატომაა საცობების პიკი დედაქალაქში

მევლუდ მელაძე: საცობებისგან განტვირთვის ერთ-ერთი გამოსავალი არის ესტაკადების მშენებლობა

ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ, არანაირი ანაზღაურება არ მინდა, უბრალოდ ქალაქის ქუჩების დაგეგმვაში ჩამრთეთ – მევლუდ მელაძე დედაქალაქის საცობიდან მორიგ ვიდეოს აქვეყნებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები