აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის დავით გადელიას თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით წყალი უნდა მიიღონ. ამ თემაზე მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა და განმარტა, რომ ზედმეტი წყალი ორგანიზმისთვის მავნეა:
„არ ვიცი, საიან მოვიდა ეს ინფორმაცია, რომ დიდი ოდენობით წყლის მიღება კარგია. ზედმეტი წყლის მიღება, დიდი რაოდენობით არ არის მიზანშეწონილი. განსაკუთრებით დაავადების პიკის შემთხვევაში ეს იწვევს სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში გადატვირთვას და სახიფათოა. როცა მოგწყურდებათ, დალიეთ, მაგრამ არა ზედმეტად. რთულად რომ არ ვისაუბროთ, არ არის სასურველი, პირიქით არანაირად ზედმეტი სითხე არ მიიღოთ. განსაკუთრებით კარგია სუნთქვითი ვარჯიშები და კოვიდგადატანილი პაციენტები, კარგი იქნება, თუ 3 თვის განმავლობაში კვლევებს ჩაიტარებენ . უნდა ითქვას, რომ კლინიკიდან გაწერის დროს მკურნალობა არ სრულდება. გაწერა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ბოლომდე ჯანმრთელია, ეს თავისებური დაავადებაა. მნიშვნელოვანია შინ რეკომენდაციების ზედმიწვენით დაცვა, ამიტომ გაწერით მკურნალობა არ სრულება.”