LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცით როდის, ან საერთოდ დაგვაბრუნებენ თუ არა.. პარასკევს გადაცემა რომ წავიყვანე და მაყურებელს მომავალ კვირამდე დავემშვიდობე, არც მიფიქრია, რომ დღეს ამ სტატუსს დავწერდი“ – რაზე წერ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი მარიამ უგრეხელიძე

546
BeFunky-collage123412 3 4sdf (10)

„ამერიკის ხმის“ დირექტორმა მაიკლ აბრამოვიცმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 83 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ დაადუმეს.

ამის შესახებ წერს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი მარიამ უგრეხელიძეც.

„მეგობრებო: კი-„ამერიკის ხმის“ ყველა თანამშრომელი გუშინდელი გადაწყვეტილებით „ადმინისტრაციულ შვებულებაში“ გადაგვიყვანეს. არა-ეს დახურვას არ ნიშნავს, მაგრამ არც ის ვიცით რა იქნება მომავალში და როდის, ან საერთოდ დაგვაბრუნებენ თუ არა. კი- ამ გადაწყვეტილების გამო, ახლა ყველა სამუშაო პროცესი შეწყვეტილია. პარასკევს გადაცემა რომ წავიყვანე და მაყურებელს მომავალ კვირამდე დავემშვიდობე არც მიფიქრია, რომ დღეს ამ სტატუსს დავწერდი.

მთელი გულით მჯერა, რომ „ამერიკის ხმა“ ყოველთვის იყო და იქნება სწორი ღირებულებების მხარეს.  ძალიან ვამაყობ, რომ ბოლო 6 წელია მეც ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაში წვლილი შემქონდა.

ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ მომავლის იმედი არ დამიკარგავს და მჯერა, თავისუფალი სიტყვა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არასდროს მოკვდება!“, – წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, ამერიკის ხმის“ მთელი პერსონალი, 1 300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დამხმარე პერსონალი, დღეს ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.

„ამერიკის ხმის“ დირექტორი: 83 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ დაადუმეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g