კრიშტიანო რონალდო: ”ჩემსა და მესის შორის დიდი ურთიერთპატივისცემაა, თუმცა მეგობრები არ ვართ”.
პორტუგალიელი იმ ფეხბურთელებზე მოყვა, ვისაც განსაკუთრებით აფასებს.
”მედიას სურს, რომ ჩვენს შორის დაპირისპირება იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის”, – დაამატა რონალდომ მესიზე საუბრისას.
ასევე გაარკვიეს, ვის წინააღმდეგ თამაში უჭირდა ყველაზე მეტად:
”მრავალი წლის განმავლობაში დაპირისპირება მქონდა ეშლი კოულთან. როდესაც ის კარიერის პიკზე იმყოფებოდა, სწრაფი, ჯმუხი იყო და წართმევაზე აქტიურად მიდიოდა. ერთი წამი არ გაძლევდა ამოსუნთქვის საშუალებას. მის წინააღმდეგ როცა გავდიოდი, ვიცოდი, რომ იოლი თამაში არ მელოდა”, – დაწერა ევროპის ჩემპიონის სიტყვები Sky Sports-მა.
რონალდო 2003-დან 2009 წლამდე ”მანჩესტერში” გამოდიოდა და ეშლი კოულთან იკვეთებოდა, რომელიც ”არსენალსა” და ”ჩელსიში” თამაშობდა. ახლა 35 წლის კოული აშშ-შია და ”გალაქსში” ასპარეზობს.
