ასტროლოგი ხათუნა ნოელი საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არის შეუძლებელი ზოგადი ასტროლრპოგნოზის გაკეთება ნიშნებისთვის:
„რატომ არ ვპასუხობ კითხვებზე: „ვერძებს როგორი პერიოდი გვაქვს“, „მორიელებზე როგორ აისახება“, „თევზებს როდის გვეშველება“, „ქალწულებს ეს ცუდი პერიოდი აღარ დაგვიმთავრდა?“ და ასე შემდეგ…
იმიტომ, რომ ჯერ ეს ერთი, ზოდიაქოს არცერთი ნიშანი ცალსახად არ გამოგხატავთ თქვენ!
რასაც „ჩემი ზოდიაქოს” ეძახით, ეგ არის მხოლოდ მზის ნიშანი, ანუ რომელ ნიშანს გადიოდა თქვენი დაბადების მომენტში მზე. მაგრამ მზის გარდა, ჩვენზე მოქმედებს მთვარის ზოდიაქო, რომელიც შინაგან სამყაროს გვიყალიბებს, მერკური, რომელიც გონებაზე და კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი, ვენერა, არჩევანს მუდამ მის მიხედვით ვაკეთებთ, მარსი, ის ჩვენს გადამწყვეტ ნაბიჯებს განსაზღვრავს, ასევე სატურნი და იუპიტერი, რომლებიც სოციუმში ჩვენს წინსვლას სტიმულს აძლევს ან აფერხებს, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი, ლილითი… რომ აღარაფერი ვთქვა კიდევ სხვა წვრილმან რაღაც-რუღაცებზე. და როგორც ანაბეჭდი ხელის თითებზე, ისე განსხვავდება ყველა რუკა, ანუ ინდივიდუალურია. და როცა მეკითხებით, ვერძებს რა გველის, მე უნდა ვიცოდე, სად რა გყავთ, მარტო მზე კი არა, დანარჩენი ყველაფერიც, იმიტომ, რომ თუ მზე პრობლემურია, შეიძლება, იუპიტერი გიბალანსებდეთ, ან მარსი გაძლევდეს წარმატებას…
ანუ მთლიანად რუკა უნდა შევისწავლო, რომ რამე გიპასუხოთ. ის „ორი წინადადებით მითხარი“ ხშირად ორსაათიან შრომას ითხოვს, რომ ზუსტი ანალიზი გააკეთოს ასტროლოგმა.
თქვენ ყველანი რაღაც სფეროში ხართ დაკავებული. წარმოიდგინეთ, ვიღაცები ყოველდღე ითხოვდნენ უფასოდ მომსახურებას, ჰეჰეეე:))))
როცა თვითონ მივიჩნევ საჭიროდ, ისედაც ვეხმარები ადამიანებს. ოღონდ როცა ზუსტი დრო იციან და რუკის აგება შესაძლებელია. და არა ეს ყვითელი ასტროლოგია, კირჩხიბს რა, სასწორს რა…“
