გერმანიაში 66 წლის ქალბატონმა მე 10 შვილი გააჩინა. ბერლინში მცხოვრები ალექსანდრა ჰილდებრანტი ბერლინის კედლის მუზეუმის დირექტორია და სწორედ ცოტა ხნის წინ მეათე შვილის, ვაჟის დედა გახდა. ჰილდებრანტმა 37 კვირის ვადაზე იმშობიარა და ბავშვი სრულიად ჯანმრთელია. ეს იყო საკეისრო კვეთის მერვე შემთხვევა ალექსანდრასთვის, რასაც ექიმები სასწაულს უწოდებენ. ალექსანდრამ პირველი შვილი 21 წლის ასაკში გააჩინა. 50 წლის შემდეგ მან 8 შვილის გაჩენა შეძლო და ყველა ფიზიოლოგიური გზით.
„ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქალი ჰყვება, რომ მას არც ერთი ორსულობა რთული არ ჰქონია, არასოდეს მიუმართავს ხელოვნური განაყოფიერებისთვის და არ გამოუყენებია კონტრაცეპტივები: „არ ვსვამ, დავრბივარ ბევრს, ვიკვებები სწორად“ – ამბობს ალექსანდრა.

