ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის დანგრევაზე სოციალურ ქსელში წერს:
„არ ვუყვარდი ნიკას დედას და ამის გამო შეგვექმნა ოჯახში დიდი პრობლემები. მერე დედამისი მეც შემზიზღდა, ვინაიდან ადამიანი როდესაც ბოროტად არის შენს მიმართ განწყობილი, შენ როგორ უნდა გიყვარდეს. მოკლედ, ძალიან ძნელია, როდესაც საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრებს ეზიზღები. მაშინ ორივე გაუწონასწორებელი, პატარა ბავშვები ვიყავით. დედამისმა ჩვენს შორისაც და ჩვენშიც გააღვივა აგრესია. ნიკას სჯეროდა დედამისის, ისევე როგორც ყველას თავისი მშობლის.
რაღაც დოზით დედამისმა მანიპულაციებით გახადა მოძალადე, ისე ნიკა არასდროს არ იყო აგრესიული როცა ერთმანეთს ვხვდებოდით და როცა მისი მშობლები არ იყვნენ ჩვენი ურთიერთობის საქმის კურსში. ჩვენ ერთმანეთი გადავიმტერეთ ჩვენი ბავშვურობით და უსუსურობით. ვერ მოვერიეთ დიდ აგრესიას და ორივემ დიდი ტკივილი გადავიტანეთ.
„დღეს ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია და ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. გთხოვთ, არ დამიწეროთ ცუდი რამ მასზე, დახურეთ ეს თემა. ნუ მწერთ სმს-ებს. ის ჩემი წარსულის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და მე მადლიერებით ვუყურებ ამ გზას. ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს.
დღეს მეც მყავს გვერდით საყვარელი ადამიანი და მასაც. ორივე ვინარჩუნებთ პატივისცემას და მეგობრობას ერთმანეთის მიმართ. და რაც ყველაზე მთავარია, მე და ლუკასი ნიკას ყველაზე ნამდვილ გულშემატკივრებად ვრჩებით. პატივს ვცემთ მას და ვაფასებთ მის გზას. ისტორია დაწერა საქართველოს ჩოგბურთის ისტორიაში და მინდა, რომ მისი სახელი კიდევ ბევრჯერ გაჟღერდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – წერს ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში.
