LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვწუწუნებ და არც თავს ვაცოდებ ვინმეს… ჩემი შემოსავლის 90% უკავშირდება ჩემს პროფესიას… დიდი ხანია ვისმენ ცილისწამებას, ვითომ ჩემს მოსაზრებებში მიხდიან, ვითომ მომისყიდეს…“ – რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

770
გიორგი სუხიტაშვილი

„ჩემი შემოსავლის 90% უკავშირდება ჩემს პროფესიას (ის 10% – ც იმიტომ დავიტოვე ვინმე ინტრიგანმა არ წამომაძახოს სადმე რამე) დიდი ხანია ვისმენ ცილისწამებას, ვითომ ჩემს მოსაზრებებში მიხდიან, მომისყიდეს და კიდევ 1000 სიგიჟე“ – ამის შესახებ მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული სტატუსით მომღერალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მუსიკოსების პროტესტს გამოეხმაურა.

როგორც სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ახლა ისეთი ვითარებაა, განსაკუთრებით კი შოუბიზნესის სფეროში, რომ თუ ასე გაგრძელდა მუსიკოსებს თავად დასჭირდებათ საზოგადოების დახმარება. მომღერალი ამბობს, რომ საქართველო უნდა გადარჩეს

„წუწუნს არ დავიწყებ უბრალოდ მოგიყვებით და დასკვნა თქვენ გააკეთეთ.
მთელი 2024 წლის განმავლობაში უამრავი ღონისძიება მქონდა დაგეგმილი, ამ ღონისძიებების 60-70% ოქტომბერზე, ნოემბერზე და დეკემბერზე მოდის.
ამ შემოდგომაზე ერთი ხელის თითებიც ზედმეტია იმის დასათვლელად რამდენი ღონისძიება მქონდა. ჩემი შემოსავლის 90% უკავშირდება ჩემს პროფესიას (ის 10% – ც იმიტომ დავიტოვე ვინმე ინტრიგანმა არ წამომაძახოს სადმე რამე)
დიდი ხანია ვისმენ ცილისწამებას, ვითომ ჩემს მოსაზრებებში მიხდიან, მომისყიდეს და კიდევ 1000 სიგიჟე. მიუხედავად ამ ყველაფრისა მე მჯერა რომ ოდესმე ამ ქვეყანაში ყველას დაუფასდება ის შრომა რაც გაუწევია და რასაც გულმოდგინედ აკეთებს.
ყველამ ის უნდა მიიღოს რასაც იმსახურებს, არც მეტი და არც ნაკლები.
რაც დეკემბერი დაიწყო ვიღებ უამრავ მესიჯს რომ დავეხმარო მრავალ შვილიან ოჯახებს, მძიმე სენით დაავადებულებს, ბავშვებს ვისაც ნაძვის ხე და ტკბილეული არა აქვთ და კიდევ ვინ მოთვლის. ბოდიშს გიხდით ყველას რომ ვერ ან არ გპასუხობთ და რომ გპასუხობთ ხშირად ვილანძღები იმის გამო რომ არ მაქვს. გულწრფელად გეტყვით ეს უბედურება რაც გვჭირს იცით რის და ვის გამოცაა ხო და ეს თქვენი აგრესია მიმართეთ სწორი მიმართულებით! ახლა ისეთი სიტუაციაა განსაკუთებით ჩვენს სფეროში რომ თუ ასე გაგრძელდა აქეთ დასახმარებლები გავხდებით. კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვწუწუნებ და არც თავს ვაცოდებ ვინმეს.
ოპტიმისტი ვარ და ასეთი სიტუაციას ბევრჯერ მქონია (სამწუხაროდ).
p.s. მირჩევნია მშიერი ამომძვრეს სული ვიდრე რუსეთის ტ***ში ვზეიმობდე რამეს.
საქართველო უნდა გადარჩეს!“ – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

წუწუნს არ დავიწყებ უბრალოდ მოგიყვებით და დასკვნა თქვენ გააკეთეთ. მთელი 2024 წლის განმავლობაში უამრავი ღონისძიება მქონდა…

Posted by Sukhita on სამშაბათი, 17 დეკემბერი, 2024

   

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g