LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ ყოფნით არც ინვენტარი, არც ადგილები. მიიღეს გადაწყვეტილება პირველ რიგში უმკურნალონ იმათ ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს” – ქართველი ემიგრანტი იტალიიდან

11535
00a418bf615b46cfbdaa131332d48bb8-18

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. „გარდიანის“ ინფორმაციით, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 233-დან 366-მდე არის გაზრდილი. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირების საერთო რაოდენობამ კი 7 375 შეადგინა, მაშინ, როცა აღნიშნული ციფრი ჯერ კიდევ შაბათს 5 883 იყო.

ამავე დროს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იტალიაში, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება.

კარანტინი ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე პროვინციაში 3 აპრილამდე გაგრძელდება და ამ დრომდე, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, აღნიშნული ტერიტორიების დატოვება ან იქ შესვლა იკრძალება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ პენსიაში მყოფ მედიცინის ყოფილ თანამშრომლებს სამსახური შესთავაზა. ინფექცია განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშია გავრცელებული.

საქართველოს მთავრობამ იტალიაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციები გასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში იგეგმება მათი სამშობლოში ჩამოყვანა.

რაც ვერ გააკეთა ევროპამ, შეძლო თურქეთმა – რატომ არ დაფიქსირებულა კორონავირუსი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამუნა გიგუაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობაა. მისი განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს ვერ იტევს.

“კარგად ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ ყველა რეკომენდაცია დავიცვა, მით უმეტეს იმის მერე, რაც ფაქტიურად სახლებში გამოკეტილები აღმოვჩნდით…

ცუდი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა იტალიაში…
გადავსებული რეანიმაციები, ექიმების დიდი ნაწილი კარანტინშია, არ ყოფნით არც ინვენტარი, არც ადგილები და მიიღეს გადაწყვეტილება;პირველ რიგში უმკურნალონ იმათ ვისაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს…(

წესების არდაცვამ, არასერიოზლმა დამოკიდებულებამ იქამდე მიიყვანა სიტუაცია, რომ ყველას რადიკალურად ცხოვრების წესის შეცვლა მოგვიწია, მაგრამ საკმაოდ გვიანია… საგანგაშო ციფრები მოდის ყოველ საღამოს ახალი დაინფიცირებების.

ამიტომ; სანამ საქმე ასე სერიოზულად არაა საქართველოში, გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები იძლევიან! მორჩით ხუმრობას და რეალურად შეაფასეთ რისკები!
იმის და მიუხედავად, რომ საოცრად კარგად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა თბილისში და არა მარტო…ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენზეც… გაუფრთხილდით ერთმანეთის ჯანმრთელობას” –  წერს თამუნა გიგუაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები