არა ჩადებას,- ამ წარწერით აქვეყნებს გიორგი გახარიას ოფიციალური ფეისბუქგვერდი ფოტოს, რითაც მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა გაიმართა.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ, ტყუილია.