LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა გამონაბოლქვს!“- მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ ხელმოწერებს აგროვებს და პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მიმართავს

384
ჩემი ქალაქი მკლავს

მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“, რომელიც  საქართველოში მიზნად ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს, პარლამენტს ავტომობილის გამონაბოლქვის შემცირების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მიმართავს.

მათივე განცხადებით, მოძრაობა ორგანიზაციასთან „people in need“ ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით 1 ნოემბრიდან ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას „საქართველოს მოსახლეობაში ჰაერის დაბინძურების შესახებ ცნობადობის ამაღლება  და საკანონმდებლო ინიცირება“, რომლის სლოგანია „არა გამონაბოლქვს!“.

მოძრაობის ცნობით, კამპანია 2022 წლის მარტში 25 000 ხელმოწერის შეგროვებით დასრულდება, ხოლო ხელმოწერები საკანონმდებლო ინიციატივასთან ერთად პარლამენტს წარედგინება.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორების მთავარი გზავნილია „შევცვალოთ ჩვენი ქალაქის გარემო უკეთესობისკენ“. კამპანიას უერთდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც მოკლე ვიდეო-მიმართვებით გამოხატავენ მხარდაჭერას.

ჯანმოს მონაცემებით, ყოველ წელს გარე ატმოსფერული დაბინძურებისგან გამომწვევი დაავადებებით 4,2 მლნ ადამიანი იღუპება.

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ბოლო 10  წელიწადში სიმსივნით, სისხლის მიმოქცევის სისტემის და სასუნთქი სისტემის ავადობით  300 000 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის სიმსივნით 2010 წელს -3085, 2020 წელს კი 8089 ადამიანი; სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებით 2010- 15547 ადამიანი, 2020 წელი – 22126; სასუნთქი სისტემის დაავადებით 2010 წელს -583, 2020 წელს-4017 ადამიანი.

ინიციატივის ავტორების თქმით, პრობლემა მწვავდება იმ ფონზე, როდესაც ავტომობილების იმპორტის მაჩვენებელი ყოველწლიურად 5% ით იზრდება. მხოლოდ თბილისში 2010 წელს 180 000 – 200 000 ავტომობილი მოძრაობდა, 2022 წელს უკვე მათი რიცხვი 500 000 – 600 000-მდე გაიზარდა.

mazda magti 5g