LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არა მხოლოდ იცავენ თავიანთ პოზიციებს, არამედ გადადიან კონტრშეტევაზე” – ხარკოვში უკრაინელებმა რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს

133
000_323Z99Y-1

ხარკოვის ოლქში უკრაინელმა ჯარებმა რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.

ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ში განაცხადა.

როგორც სინეგუბოვმა აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის რეგიონის დაცვას.

„დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ იცავენ თავიანთ პოზიციებს, არამედ გადადიან კონტრშეტევაზე. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა მალოი როგანის მიმართულებით, ახლა იქ ბრძოლებია. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის რეგიონის დაცვას და ერთი მეტრითაც არ იხევს უკან”, – განაცხადა სინიგუბოვმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g