LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს“ – ამ წარწერით ბანერი თბილისში ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერს გადააკრეს

120
არა ნაცებს - ბანერი

„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს“ , – ამ წარწერით თბილისში ბანერები გამოჩნდა. ბანერზე ოპოზიციონერი ლიდერები გუბაზ სანიკიძე, გიგა ბოკერია, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ასევე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია, ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია არიან გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ ბანერები თბილისში ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს გადააკრეს.

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული ქმედებით „მთავრობის სახე და პრიორიტეტები“ ჩანს.

„ვაქცინაციის ბანერს გადააკრეს ზიზღის ბანერი…“, – წერს ხოშტარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g