LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა რუსეთს და მონობას! კი ევროპას, კი თავისუფლებას, კი დასავლურ ღირებულებებს” – ლიკა ევგენიძე

193
ლიკა ევგენიძე

ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე გუშინ გამართული აქციიდან, მეუღლესთან – ნიკა კოჩაროვთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აზიარებს და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„არა რუსეთს და მონობას! კი ევროპას, კი თავისუფლებას, კი დასავლურ ღირებულებებს!” – წერს ევგენიძე.

„ვდგავართ ჩვენი შვილების გვერდით – მიეცით ახალ თაობებს საშუალება იცხოვრონ და განვითარდნენ თავისუფალ და დემოკრატიულ სივრცეში. არა ტოტალიტარიზმს!“ ფიზიკოსები გია დვალი და ზაზა ოსმანოვი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ცნობისათვის, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.

„არა ძალადობას, არა რუსეთის მონებს“ – როგორ ეხმიანებიან მორაგბეები დავით ნინიაშვილი და ნიკა აბულაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები