LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე

146
Untitled design - 2024-04-17T110107.623

უკვე რამდენიმე დღეა, მოქალაქეები მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტთან იკრიბებიან.

რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე ეხმაურება:

„არა რუსეთს. საქართველოს გზა ევროპაშია,

„პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას“, – წერს ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში.

მანამდე კი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გიორგი ჩაკვეტაძემ “სთორი” გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები განათავსა. აღწერაში კი დაწერა „საქართველო ევროპაში”. 

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ჯაბა კანკავამაც.

„საქართველო ევროკავშირში“ – გიორგი ჩაკვეტაძემ თავისი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირა

პოპულალურები