LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა რუსულ კანონს”- აქციები ბათუმსა და ქუთაისში

119
აქცია ბათუმსა და ქუთაისში

ამ წუთებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და ქუთაისში.

ბათუმში, სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციას დედებიც შეუერთდნენ და “დედების მარშს” მართავენ.

ისმის შეძახილები „არა რუსულ კანონს”.

„მივდივართ ევროპაში, ამ გზას ვერავინ გადაუხვევს, ესაა ჩვენი შვილების გზა. ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობისთვის, სრულფასოვანი განათლებისთვის და ჯანდაცვის სერვისებისთვის გვჭირდება დასავლეთი, სადაც ადამიანის უფლებები მთავარია” – აცხადებენ აქციის მონაწილეები

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება ქუთაისშიც. აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილი.

ისინი შეძახილებით ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი”

პოპულარულები