უკვე რამდენიმე დღეა მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტთან აპროტესტებენ. მომიტინგეები გუშინ საკნონმდებლო უკანა შესასვლელთან 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა.
აქციაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პროექტ „რანინას“ მონაწილეები, გეგა შონია და ვაჩე ღვინიაშვილი.
„არა, რუსულ კანონს!!!“, – წერს გეგა შონია და გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან ფოტოებს გვიზიარებს.
არა რუსულ კანონს!!!🇬🇪🇪🇺
Posted by Gega Shonia on ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2024