კათოლიკურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Catholic Bonifatiuswerk გერმანიაში, ბავარიულ ქალაქ პასაუში გახსნა „ზონა სანტა კლაუსის გარეშე“. „ბიბისის“ ინფორმაციით, ცერემონიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ეპისკოპოსებმაც მიიღეს.
აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ამ ჟესტით სურთ, ხაზი გაუსვან ქრისტიანული ღირებულებებისა და ტრადიციების მნიშვნელობას. მათი მოსაზრებით, „უღმერთო სანტას“ გამო ახალგაზრდებს ავიწყდებათ ნამდვილი გერმანული დღესასწაულები, როგორიცაა წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული, რომელსაც გერმანიაში ექვს დეკემბერს აღნიშნავენ.
ნოემბერში ამერიკელმა ფსიქოლოგებმა შესთავაზეს მშობლებს, არ დაუმალონ ბავშვებს სიმართლე, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. მათი განმარტებით, ტყუილი ბავშვებისთვის, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.