LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაა საჭირო მარილის, შაქრის მომარაგება, აჟიოტაჟური მოთხოვნა წარმოშობს საქონლის დეფიციტს. რაც ახლა ხდება, ფასების ზრდას გამოიწვევს: გოცირიძე

111
11

საქართველოში გარკვეული სახის პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე ეხმიანება.

თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდა დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება – ივა ჭყონია

როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, საბაზრო ეკონომიკამ დეფიციტი არ იცის და მოქალაქეებს ურჩევს, აჟიოტაჟს არ აჰყვნენ.

მისივე განმარტებით, აჟიოტაჟური მოთხოვნა საქონლის დეფიციტს წარმოშობს, ხოლო ის, რაც იშვიათია, ძვირდება:

“არაა საჭირო მარილის, შაქრის და სხვა საქონლის მომარაგება. საბაზრო ეკონომიკამ დეფიციტი არ იცის და ნუ ავყვებით აჟიოტაჟს.

თუ გახსოვთ, პანდემიის დაწყებისას რომ ეზიდებოდა ხალხი საქონელს, მაშინაც იგივე დავწერე. დეფიციტი რომ არ შექმნილა, ეს გამოჩნდა მერე. თუ საქონლის დაგროვება ფასის გამო ხდება (არა მგონია, მარილის შეძენის მიზანი მისი იაფად ყიდვა იყოს), ეს სხვა საკითხია და ყველა თავისი გუმანით და ბიუჯეტით წყვეტს, უღირს თუ არა ახლა ფულის დახარჯვა.

აჟიოტაჟური მოთხოვნა წარმოშობს საქონლის დეფიციტს, ხოლო ის, რაც იშვიათია, ძვირდება. რაც ახლა ხდება, ეს ფასების ზრდას აუცილებლად გამოიწვევს იმაზე მეტად, ვიდრე ეს სხვა გარემოებათა გამო შეიძლება მომხდარიყო”, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ბევრი ხელის გულზე ითვლის დარჩენილ ხურდებს, რომ 1კილოგრამი შაქარი იყიდოს და აღარ დახვდა მაღაზიაში მისულს, ხელოვნური დეფიციტი შექმენით – არჩილ ნიჟარაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები