საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა Arab News, რომელსაც სოციალურ ქსელებში 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს. გამოცემის ჟურნალისტმა შაისთა ხანმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.
„საქართველო არაბთათვის უცხო არ არის. 2022 წელს ამ ქვეყანას სპარსეთს ყურის ქვეყნებიდან 140 ათასზე მეტი რეზიდენტი ეწვია, აქედან ვიზიტორთა 79% საუდის არაბეთზე მოდის. სამსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ სპარსეთის ყურის რეგიონიდან საქართველოში ჩასული ტურისტი ევროპული და აზიური კულტურის სინთეზს აღმოაჩენს. თბილისში, რუსთაველის გამზირზე თქვენ იპოვით როგორც ნეოკლასიკურ არქიტექტურას, ისე მავრიტანულს, მაგალითად, ოპერის შენობის სახით, ასევე საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელ შენობებს, რომლებმაც ტრანსფორმაცია განიცადეს და დღეს აქ კაფეები ან კრეატიული სივრცეებია მოწყობილი.
მდიდრულ კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად ტურისტს საქართველო სხვა არაერთი მიზეზითაც იზიდავს – თოვლით დაფარული კავკასიონის მთები არასდროსაა შორს თქვენგან, მთები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის სათავგადასავლო ადგილია. ქართველი ხალხი სტუმართმოყვარეა, ადვილია ადგილობრივებთან საუბარი და მათი მეშვეობით გემრიელი კერძების დაგემოვნება“, – წერს შაისთა ხანი.
სტატიაში ასევე აღწერილი მეტეხი, აბანოთუბანი, ნარიყალა, თბილისის ბოტანიკური ბაღი, მშრალი ხიდი და ბაზარი.