18 მილიონი დირჰამი ანუ 4,9 მილიონი ამერიკული დოლარი – სწორედ ამ ოდენობის თანხა გადაიხადა არაბმა მილიარდერმა საავტომობილე ნომრისთვის „1“, გასულ შაბათს გამართულ აუქციონზე. ცნობისთვის, აღნიშნული ფასი ორ ახალ სუპერქარს Bugatti Chiron შეესაბამება.
ტოპ-ლოტის მფლობელი არაბი ბიზნესმენი არიფ აჰმად ალ ზარუნი გახდა, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ სწორედ ამ სანომრე ნიშნისთვის ის ნებისმიერი ოდენობის თანხის გადახდაზე თანახმა იყო.
საერთო ჯამშიო აუქციონზე 13,6 მილიონი დოლარის ოდენობის სანომრე ნიშნები გაიყიდა, მათ შორის „50“, „100“, „333“, „777“, „1000“, „2016“, „2020“ და „999999“. სულ აუქციონში 1340 მყიდველი მონაწილეობდა.
