საუდის არაბეთის ჩემპიონატის მატჩში სასწაული გოლი გავიდა, ბურთი კარში 105 კმ/სთ სიჩქარით შევარდა.
მეკარეს შანსი არ ქონია.
ეს უმაგრესი გოლი ”ალ-ჰილალის” და ”ალ-იტიჰადის” შეხვედრაში გავიდა. 36 მეტრიდან ზარბაზანივით ზიად ალ-საჰავიმ გაისროლა. ეს მატჩის ერთადერთი გოლი გამოდგა და ”ალ-იტიჰადმა” 1:0 მოიგო.
ეს დაპირისპირება საუდეთში მთავარი დერბია. ”ალ-ჰილალი” და ”ალ-იტიჰადი” ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები არიან.
https://www.youtube.com/watch?time_continue=10&v=BYsbrAn0EWU