სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე- 16 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს კატარისა და ქუვეითის სახელმწიფოს სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სტუმრობენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა საქართველოდან ქართული ცხვრისა და სხვა არაცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტის გაზრდის საკითხებზე იმსჯელს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის მიმართ ნდობა გაიზარდა.კატარისა და ქუვეითის სახელმწიფოს სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქართული ცხვრისა და სხვაარაცხოველური წარმოშობის სურსათის საექსპორტო პოტენციალი გავაცანით“, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა, მიხეილ სოხაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დელეგაციის წევრებს ქვემო ქართლის რეგიონში მეცხოველეობის სექტორში არსებული ვითარება ადგილზე გააცნეს და მარნეულის მუნიციპალიტეტში სასაკლაო, ცხოველების საკარანტინოზონა და გადასარეკ ტრასაზე არსებული ვეტერინარული ბიოუსაფრთხოების პუნქტი დაათვალიერებინეს.
გალფის ქვეყნების (სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები) სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები საქართველოს 1- დან 3 დეკემბრის ჩათვლით სტუმრობენ.
დელეგაციის შემადგენლობაში კატარისმუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მეცხოველეობის დეპარტამენტის და ცხოველთა მოშენების განყოფილების ხელმძღვანელი აბდულა საად ბუშაე, ყატარის სახელმწიფო კომპანიის „HASAD FOOD” წარმომადგენელთა ჯგუფი, ასევე, მისი შვილობილი კომპანიის „MAHASEEL“ ხელმძღვანელები და ქუვეითის სახელმწიფოს ერთ-ერთი მსხვილი მეცხოველეობის ფერმის წარმომადგენელი ზაიდ მუჰამედ მანსურ რანაჯოკი არიან.