LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაჩვეულებრივი, კარგი და ნიჭიერი ლიკა“ – 21 წლის ქართველი სტუდენტი ტრაგიკულად დაიღუპა

4138
Untitled design (2)

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის ლიკა ოკიჯანოვი ტრაგიკულად დაიღუპა.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტის, ლიკა ოკიჯანოვის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კურსელებს და ლექტორებს. IBSU-ს სტუდენტებმა ლიკას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მის სახელზე სანთლები დაანთეს“, – წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.

როგორც გარდაცვლილის მეგობარი „ფორტუნასთან“ ამბობს, ლიკა ოკიჯანოვი დაიღუპა ლატვიაში, სადაც სასწავლებლად, დამოუკიდებელი გაცვლითი პროგრამით იყო წასული.

შემთხვევა ვალმიერას რეგიონში მოხდა. ლიკა ტროტუარზე მიდიოდა, რა დროსაც ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დაეჯახა:

„შემთხვევა 25 ივნისს მოხდა. ლატვიაში ერთი კვირის წასული იყო, ტროტუარზე მიდიოდა და მანქანა შეუვარდა. ამ კვირაში ველოდებით ლიკას გადმოსვენებას, შესაბამის პროცედურებში მაქსიმალურად ყველაა ჩართული“, – უთხრა „ფორტუნას“ ლიკას მეგობარმა.

 

 

⚫ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის…

Posted by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – International Black Sea University on ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2023

 

უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან მოქალაქეები:

„რამხელა ტრაგედია, არაჩვეულებრივი, კარგი და ნიჭიერი ლიკა.. ვიზიარებ დიდ მწუხარებას“..

„ძალიან ყოჩაღი და პერსპექტიული“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g