„არაჩვეულებრივი საღამო შედგა დინამო არენაზე და მიხარია, რომ პირველივე დღიდან, ამ ზეიმის მონაწილე და ინიციატორი ვარ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შოთა არველაძე წერს და გუშინ გამართული ლეგენდების მატჩიდან კადრებს გვიზიარებს.
ცნობილი ფეხბურთელი გულშემატკივრებს მადლობას უხდის:
„არაჩვეულებრივი საღამო შედგა დინამო არენაზე და მიხარია, რომ პირველივე დღიდან, ამ ზეიმის მონაწილე და ინიციატორი ვარ. აუცილებელია, რომ ასეთი დღეები ბევრი გვქონდეს, ვუმასპინძლოთ რონალდინიოს მსგავს ვარსკვლავებს და ბარსელონას დონის გრანდებს.
ამ ტიპის მატჩებში სტადიონის გავსება ადვილი არ არის და მინდა, გულშემატკივარს უდიდესი მადლობა ვუთხრა ამ ინტერესისთვის, ჩართულობისთვის, ჩვენი გამხნევებისთვის და სტუმარი გუნდის მიმართ გამოხატული პატივისცემისთვის.
შევხვდებით 2026-ში, კიდევ ერთ გრანდთან ერთად“, – წერს შოთა არველაძე.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ბარსელონას” ლეგენდების მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 1:3 დასრულდა – მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა.
ანგარიში საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრების წევრმა გიორგი ნავალოვსკიმ გახსნა. „ბარსელონას” ლეგენდებიდან 2 გოლი ხავიერ სავიოლამ გაიტანა, ერთი კი სორიანომ.
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ: ლომაია, კალაძე, ცხადაძე, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კობახიძე, ნავალოვსკი, ჯამარაული, იაშვილი, ყენია, შოთა არველაძე. შეცვლაზე შევიდნენ: კვასხვაძე, კვირკველია, ნემსაძე, ცქიტიშვილი, გოგუა, ღუდუშაური, ჰარტვიგი, სირაძე, დემეტრაძე.
„ბარსელონას“ ლეგენდები: რონალდინიო, ედგარ დავიდსი, ანგოი, ნავარო, კრისტანვალი, დეო, სერხი, ედმილსონი, ლიტმანენი, ჟიული, სავიოლა. შეცვლაზე შევიდნენ: მასიპო, მაქსველი, კოკუ, ლოპესი, ოკუნოვო, ვალიენტე, სორიანო.
არაჩვეულებრივი საღამო შედგა დინამო არენაზე და მიხარია, რომ პირველივე დღიდან, ამ ზეიმის მონაწილე და ინიციატორი ვარ….
Posted by Shota Arveladze on შაბათი, 17 მაისი, 2025