LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არადეკლარირებული ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები დააჯარიმეს

40
ოქრო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ნ.მ.-სა და ნ.ა.-ს როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა – 149,73 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 16 100,07 ლარის ოდენობით შეეფარდათ.