LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაერთხელ ვთქვით და მგონი “ვივა მედის” კლინიკაც ახლა ამ აზრზეა, რომ სააკაშვილის მკურნალობა აღარ უნდა გაგრძელდეს ამ კლინიკაში – თენგიზ წულაძე

167
ფორტუნა - 2023-04-02T170933.996

სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის გვანცა ჩხაიძის განცხადებით, კლინიკა „ვივა მედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრები მონიტორინგს გააგრძელებენ.

მათ დღეს კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს და განაცხადეს, რომ ექიმები პოზიციებს შეაჯერებენ, რის შემდეგაც უახლოეს პერიოდში დასკვნას გაასაჯაროებენ.

გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი 61 კილოა, გუშინ აწონეს

"ადამიანი 24 საათი არ დგება, ფაქტობრივად არ მოძრაობს."

“ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მონიტორინგს. მონიტორინგს ვახორციელებთ არა უშუალოდ ვიზიტების მეშვეობით, არამედ პერიოდულად ვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტაციას. ეს დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ მიეწოდებათ ხოლმე ჩვენს ექიმებს, ისინი პერიოდულად ეცნობიან. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებიც უკვე დაახლოებით წელიწად ნახევარია ეხმარებიან სახალხო დამცველს და ომბუდსმენის აპარატს, რომ დაკისრებული მანდატი ეფექტიანად განვახორციელოთ.

როგორც წარსულში იყო, იგივე პრაქტიკა გვექნება. ექიმები შეაჯერებენ სხვა კოლეგებთან ერთად პოზიციებს და ამის შემდეგ იქნება მათი დასკვნა. ეს სრულად ექიმებზეა დამოკიდებული. ამ პროცესში სახალხო დამცველის აპარატი არ ერთვება. როგორც კი შეჯერდება პოზიციებზე კონსილიუმი 8 ადამიანის შემადგენლობით, ცნობილი იქნება. დამატებით დეტალებზე ექიმები ისაუბრებენ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ „ვივა მედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაადგილებისას, დაცემის მაღალი რისკი აქვს.

“წონა მეტად დაკლებულია, 63 კილოგრამია. კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე. მისი მდგომარეობა მძიმეა, სერიოზული ჩარევები სჭირდება, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს. ვეღარ იტყვი, როდის, რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. პროგნოზირება ძალიან ძნელია. კომბინირებული და რთულად სამართავი პაციენტია. გადაადგილება შეუძლია, რამდენიმე მეტრს გაივლის. ეს არ არის ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია. გადაადგილებისას, სავარაუდოდ, დაცემის მაღალი რისკი აქვს. მისი წამოდგომა და გადაადგილება რისკთან არის დაკავშირებული მაშინაც კი, როდესაც პალატიდან საპირფარეშოში შესვლას დააპირებს.

არაერთხელ ვთქვით, რომ მგონი “ვივა მედის” კლინიკაც ამ აზრზეა ახლა, რომ მისი მკურნალობა აღარ უნდა გაგრძელდეს ამ კლინიკაში. ჩვენი აზრია, რომ საზღვარგარეთ უნდა წავიდეს და იქ უმკურნალონ. ისინი საუბრობენ, რომ სჯობს, სხვაგან გაგრძელდეს მისი მკურნალობა, ან სხვა ტიპით“,- აღნიშნავს წულაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g