LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაფერ შუაშია პოლიტიკა და ძველი დაპირისპირება: დოდო გუგეშაშვილი თავდასხმის დეტალებს ყვება

104

ჩემი შვილის მისამართით გასროლა არ მახსოვს. როდესაც მკვლელმა მესროლა, მეგონა ჩემი შვილი სახლიდან უკვე გასული იყო, – ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა, დოდო გუგეშაშვილმა, სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მკვლელობის დღეს კარი ღია ჰქონდა და ვინაიდან მკვლელს იცნობდა, როგორც ვეტერანს, სახლში ჩვეულებრივ შემოუშვა.

”არასოდეს მიფიქრია რაიმე სიფრთხილეზე. ადამიანი, რომელიც ცდილობდა ვითომ საქმიან კონტაქტზე გამოსვლას, სახლში რამდენჯერმე ჩვეულებრივად შემოვუშვი. იმ დღეს დარეკა ზარი, როგორც ყოველთვის კარი ღია მქონდა. ჩვეულებრივ შემოვიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ჯერ მე მესროლა, შემდეგ ჩემს ვაჟს… ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მახსოვს, რომ გულის არეში მესროლა, მაგრამ ჩემი შვილის მიმართ სროლის მომენტი არ მინახავს”, – იხსენებს დოდო გუგეშაშვილი.

მხედრიონის ყოფილი წევრი და თადარიგის პოლკოვნიკი მკვლელობის მოტივთან დაკავშირებითაც საუბრობს.

“არ ვიცი რა ხდება, მაგრამ არაფერ შუაში არ არის პოლიტიკა, არ არის ბიზნესი, არ არის წინა საუკუნის სავალალო დაპირისპირება, რომელიც მთელმა საქართველომ გავიარეთ, არ არის არც ერთი ომი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის არც ფულიანი ბიზნესი, არც მსგავსი რამ. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული”, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

გუგეშაშვილი უარყოფს ინფრომაციას, რომ თავდამსხმელის მისამართით გასროლა მოხდა.

magti 5g