LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაფერი არ იცვლება: ლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსანია

142
Lasha-768x518

ლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მესამედ დაასახელეს.

ქართველი საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში გამოარჩიეს.

ჩვენიანს ხმა 17084 გულშემატკივარმა მისცა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძემ მეორე ადგილზე გასულ ძალოსანს 11 ათასზე მეტი ხმით აჯობა.

გამოკითხვაში წელს რეკორდული რაოდენობის ადამიანი ჩაერთო. თავის რჩეულებს ხმა 50 ათასზე მეტმა ქომაგმა მისცა.

ქალთა შორის კი გულშემატკივარმა 9015 ხმით საუკეთესოდ ამერიკელი კატერინ ელიზაბეტ ნიე (71 კგ) გამოარჩია.

„უკანასკნელ სამ არჩევნებში ცვლილება არ მომხდარა – ქართველი გიგანტი ტალახაძე ზედიზედ მესამე გამარჯვებას ზეიმობს“ – დაწერა თავად ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ.

ლაშა ტალახაძემ პირველი კომენტარი პირველ არხთან გააკეთა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს, რომელთა აქტიურობამაც მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული უკვე მესამედ მომანიჭა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ტიტული. 2019 წელს ალბათ განსაკუთრებით მეკუთვნოდა ეს ჯილდო, რადგან დავაფიქსირე რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში. ჩემმა გულშემატკივრებმა ეს სიკეთე გვერდში დგომით გადამიხადეს. მადლობელი ვარ მათი და ძალიან მიხარია.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები