მსახიობი ანანო მგალობლიშვილი ჟურნალ „თბილისელების“ ახალ ნომერში, რუბრიკის – „იღბალი და შრომისმოყვარეობა“ სტუმარია.
ფოტო/ვიდეო: „სიჩუმე, მე ვთამაშობ…“ – მსახიობ ანანო მგალობლიშვილის ახალი კადრები, სადაც ულამაზესია
ანანო მგალობლიშვილი ამავე რუბრიკაში ჰპასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად უყვარს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა.
„ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ არ მიყვარს. ვიცი, რომ ეს საამაყო არ არის, მაგრამ ცხოვრებაში მაკიაჟისთვის საჭირო საშუალებები არ მიყიდია. ერთადერთხელ, გათამაშების წამყვანი ვიყავი, კოვიდის პერიოდი იყო, მაკიაჟი თვითონ უნდა გაგვეკეთებინა და იმდენად არაფერი მქონდა, რომ მათ მიყიდეს. არაფერი გამაჩნია, ერთი, რვა წლის გამხმარი ტუშისა და „რუმიანის“ გარდა. ათასი დასახელების კოსმეტიკა არსებობს, რაზეც მე წარმოდგენა არ მაქვს. თუმცა, უცებ შემიძლია, მოვკოხტავდე, მაქსიმუმ, ტონალურითა და ტუშით.
თავის მოვლას რაც შეეხება, ერთი კრემი მაქვს და სახეზეც და ტანზეც მას ვისვამ [იცინის]. არ მიყვარს ქალური ამბები. არც შოპინგია ჩემი. შემიძლია, არ ვიშოპინგო, არაფერი არ ვიყიდო, მაგრამ წავიდე ჯუნგლებში სამოგზაუროდ, თვითმფრინავიდან გადმოვხტე და ასე შემდეგ.
ექსტრემიც მიყვარს, მოგზაურობაც, ერთადერთი, რაც არასდროს მეზარება და რისთვისაც არაფერი მენანება, ეს არის მოგზაურობა. მოგზაურობისას შეიძლება, ყველაფრის უფლება მივცე თავს, რომ კარგად გავერთო. პარიზში საშოპინგოდ არასდროს წავალ, მხოლოდ და მხოლოდ – თავგადასავლებისთვის. მეუბნებიან ხოლმე, რატომ არ დებ ვიდეოებს, სადაც, მაგალითად, თავის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებს გასცემო და არ არის ეგ ჩემი სფერო.
მოუვლელი ნამდვილად არ ვარ, თუმცა ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. მე მკითხეთ, სად უნდა წახვიდეთ სამოგზაუროდ, საიდან უნდა გადმოხტეთ, სად რომელ სასტუმროში ჯობს დარჩენა და ამას ნამდვილად გირჩევთ [იცინის]“, – აღნიშნავს ანანო მგალობლიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.
„სიყვარულს მიღმა“ მსახიობი ანანო მგალობლიშვილი: „ჩემმა მეუღლემ ქრისტეს ქანდაკებასთან მთხოვა ხელი…“