„ვივამედი“ და ჯანდაბა მაგათ. არაფერი მაგათი არ დაიჯერება.“- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ვივამედის“ გენერალურ დირექტორზე, ნინო ნადირაძეზე „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ეგ არის ფაშისტური კლინიკა და რასაც გეტყვიან „ვივამედში“, ის, უნდა წახვიდე და გადაამოწმო. ეს ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. მათი დაჯერება არაფრით არ შეიძლება, მითხრეს, არაფერი გჭირსო და აღმოჩნდა, რომ თვენა-ხევარი მოტეხილი ნეკნით დავდიოდი. არადა მითხრეს, არაფერი გჭირსო. ჩემი პირადი მონაცემები გამოაქვეყნა მაგ კლინიკის დირექტორმა, ერთი უცნაური ქალი რომ არის,” – ამბობს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნინო ნადირაძემ, სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის რენტგენის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მათთან კლინიკაში მისვლისას ალეკო ელისაშვილს „არანაირი მწვავე ტრავმა არ აღენიშნებოდა“.