LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაფერი ვიცი, ვთხოვთ მთავრობას, დაგვეხმაროს.. ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს“ – ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქის დედა

170
Untitled design

14 მაისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

დაკავებულის დედა „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ შვილის ადგილსამყოფლის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის.

„არაფერი ვიცი, ოჯახიდან გავიდა, გამოვხედე, შვილო, სად მიდიხარ-მეთქი, დედა, 10 წუთში აქ ვარო, ორივე შვილს ვფიცავ, 10 წუთში აქ ვარო.

ვთხოვთ მთავრობას, დაგვეხმაროს, გაურკვევლობაში ვართ, მაგრამ, რა ვქნათ. დაგვეხმარეთ, რომ გამოუშვან, ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს – 14 და 8 წლის, სოციალურად დაუცველები არიან“, – ამბობს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილის დედა.

ცნობისათვის, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g