LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არახამია განმარტებას აკეთებს – როდის განახლდება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები

175
93475a8d53290fe9235605e8c9762244

რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები, შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს განახლდეს. მისივე თქმით, უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც ფრონტზე პოზიციებს გააძლიერებს.

“არ გვინდა, რომ ჩვენი გეგმები რუსებს გავუზიაროთ, მაგრამ ვფიქრობ, ზოგან კონტრშეტევით ოპერაციებს ჩავატარებთ”. – თქვა არახამიამ და აღნიშნა, რომ მინიმალური მისაღები გარიგება იქნება თუ უკრაინა რუსულ ძალებს განდევნის ან ისინი ნებაყოფლობით დაიხევენ იმ პოზიციებზე, სადაც 24 თებერვლამდე იმყოფებოდნენ.

“ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ რაიმე სახის პოლიტიკური შეთანხმება, როგორიც ჩვენ შევთავაზეთ სტამბოლში. მაგალითად, რამდენიმე წელი ყირიმის საკითხს არ შევეხებით. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ სამხედრო გზით, მაგრამ ამას ვაკეთებთ დიპლომატიურად და პოლიტიკურად“. -განაცხადა არახამიამ.

mazda magti 5g