LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არახამია: როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან.. ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით

184
არახამია ივანიშვილი

უკრაინის მმართველი პარტიის უმრავლესობის ლიდერი, დავით არახამია მორიგ მიმართვას ავრცელებს, სადაც განმარტავს უკრაინის მოთხოვნას ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების თაობაზე.

არახამია ამბობს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის აშშ-ისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარი წყაროა.

არახამია განმარტავს, რა იქნება შემდეგი ეტაპი:

15 კაციანი სიიდან 12 ქართველია – ვის სანქცირებას ითხოვს უკრაინა

“ამ ვიდეოს ჩაწერა რამდენიმე დღით გადავიფიქრე, რადგან საქართველოს მთავრობის მხრიდან მოსალოდნელ ისტერიულ რეაქციას ველოდებოდი, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსთან დაკავშირებულ ჩემს მიერ ადრე დაანონსებულ მოვლენებს ეხებოდა. ეს სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.

ეს სააგენტო სანქციების პოლიტიკის საერთაშორისო ჯგუფში შედის. ჩემს საიტზე „წარ ინ Uკრაინე” ბიძინა ივანიშვილზე და მის უახლოეს გარემოცვაზე, კონკრეტულად კი იმ ბიზნესმენებზე რომლებიც მის რეჟიმს აფინანსებენ, სანქციების დაწესების რეკომენდაცია განვათავსე. ამ პაკეტში ჯერჯერობით მისი პოლიტიკური გარემოცვის წევრები არ არიან. ეს შემთხვევითობა არ არის, რადგან ამ ეტაპზე ვფიქრობთ რომ მხოლოდ ოლიგარქისა და მისი დამფინანსებელი წყაროების წინააღმდეგ უნდა ვიმოქმედოთ, რაზედაც ევროკომისიამაც რეკომენდაციის სახით უკვე ისაუბრა.

ამ ადამიანებს საქართველოში ყველა იცნობს. შეუძლიათ ინტერნეტში ამ ადამიანების სია ნახონ. ქართულმა მედიამ ეს სია უკვე გაავრცელა. ეს პირველი ეტაპია, რომელიც ვერიფიკაციის შემდეგაც ეს დოკუმენტები სანქციების საერთაშორისო ჯგუფს გადაეგზავნება. ჯგუფის წევრები ამ დოკუმენტებს გადახედავენ და მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ.

კობახიძე: არახამიას ვურჩევდი, პირდაპირ თქვას, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურს და ივანიშვილს ამიტომ აშანტაჟებს

როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან. მუშაობას ვაგრძელებთ. ძვირფასო ქართველებო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით.“-  ამბობს არახამია ვიდეომიმართვაში.

შარაშენიძე: ივანიშვილი ისეთი ფრთხილია, მგონი, 90-იან წლებში გადახდილი ქვითრები აქვს შენახული – ვიღაცამ “ბორენკა” რომ დაუძახა ამის გამო დაასანქცირებენ?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g