თურქეთის ქალაქ კუშადასთან არალეგალების ნავის ჩაძირვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ნავში სულ 22 არალეგალი მიგრანტი იმყოფებოდა. რვა მათგანის გადარჩენა მოხერხდა.
სანაპიროსთან სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.