LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარალელური პროცესების წარმოება სწორი არ არის, მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, შემოუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს: ბუჩუკური

65
ანა-ბუჩუკური

ჩვენთვის პარალელური პროცესების წარმოება მოსაწონი არ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

“ვისურვებდი, ყველა ერთ მაგიდასთან დამჯდარიყო, თუმცა ჯერ ეს მოცემულობა გვაქვს. “

ანა ბუჩუკურმა მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს, შეუერთდნენ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც მმართველ გუნდთან ერთად მიმდინარეობს.

„ევროპარლამენტარების პოზიციას ვიზიარებთ, რომ პარალელური პროცესების წარმოება სწორი არ არის. ვისურვებდი, ყველა ერთ მაგიდასთან დამჯდარიყო, თუმცა ჯერ ეს მოცემულობა გვაქვს. ჩვენთვის პარალელური პროცესების წარმოება ნამდვილად მოსაწონი არ არის. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ორივე პროცესში მანამდე, ვიდრე დავინახავთ, რომ ამ პროცესებში პოზიტიური როლის შესრულება შეგვიძლია.” – განაცხადა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს

“მოვუწოდებ ოპოზიციონერ კოლეგებს, დასხდნენ მაგიდასთან და ამ სამუშაო ჯგუფებს შემოუერთდნენ. „ქართულ ოცნებას“ პროცესებში არჩართვით, დამატებითი საბაბი არ უნდა მიეცეს, რომ სხვას დააბრალოს ის, რაც მისი პასუხისმგებლობაა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ვმონაწილეობთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებს გამიჯნულმა ოპოზიციის ნაწილმა ალტერნატიული პროცესი დღეიდან დაიწყო.

პარალელური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე უკვე გაიმართა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცების საკითხზე და საარჩევნო კოდექსში სამომავლოდ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ოპოზიციის მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მართლმსაჯულების რეფორმას განიხილავენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, მათი გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, დღეს ოპოზიციის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე არ მისულან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g