LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არამარტო ბექაური, არამედ ტალახაძეც მზადყოფნას გამთქვამს: ადვოკატის თქმით ზვიადაურს შესაძლოა მოქმედი სპორტსმენები თავდებში დაუდგნენ

218
image-2021-08-18-175611

არამარტო ბექაური, არამედ ტალახაძეც მზადყოფნას გამთქვამს: ადვოკატის თქმით ზვიადაურს შესაძლოა მოქმედი სპორტსმენები თავდებში დაუდგნენ

ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად წარედგინა – პროკურატურა ოლიმპიური ჩემპიონის პატიმრობას ითხოვს. ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატის განცხადებით, ისინი მოითხოვენ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმებას და სასამართლოსგან ალტერნატივას მოითხოვს, რომ ზვიადაური გირაოთი იყოს გათავისუფლებული.

ადვოკატის, ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით გირაოსთან ერთად, ზვიადაურს თავდებში სპორტსმენებიც შესაძლოა დაუდგნენ.

კითხვაზე, თუ ვინ დაუდგება ზვიადაურს თავდებში, ადვოკატის თქმით, მან იცის რომ ოლიმპიური ჩემპიონები მზად არიან ამისთვის.

“არამხოლოდ ბექაური, არამედ ლაშა ტალახაძეც” – აცხადებს ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი.

პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის მიხედვით, ზვიადაურის დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g