LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არამეგობრულ აქტს ეწოდება „მეგობარი აქტი“. სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა“ – ირაკლი კობახიძე

140
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებული MEGOBARI აქტი არამეგობრულია და მეტყველებს იმაზე, რომ ურთიერთობების გადახედვაა საჭირო.

„სამწუხაროა, რომ აქტს, რომელსაც „მეგობარი აქტი“ ჰქვია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ მეგობრულს. ანუ, არამეგობრულ აქტს ეწოდება „მეგობარი აქტი“. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები