LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირ ამნისტიის კანონს მხარს არ დავუჭერთ, რომელიც შესაძლებელია, ოდნავ მაინც რისკს შეიცავდეს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა დანაშაულს თავი აარიდონ: ბადრი ჯაფარიძე

37
ბადრი ჯაფარიძე

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დღეს უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუა და ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ზრუნვა იმაზე, რომ მეორე ადამიანი ციხიდან გამოიყვანოს. ამის შესახებ განცხადება ჯაფარიძემ, პარლამენტში, ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც “ლელოს” ლიდერმა განაცხადა, ოპოზიცია პატიმრობაში მყოფი ნიკა მელიას გადაწყვეტილებას მიესალმება და იმედი აქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ციხიდან გამოვა.

„დღეს უნდა გათავისუფლდეს რურუა! ჩვენ შემოვედით დღეს, რომ დავრეგისტრირდეთ და ამით გავათავისუფლოთ ერთი ადამიანი ციხიდან და უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ მეორე ადამიანი ციხიდან გამოვიყვანოთ.

არც ერთ შემთხვევაში არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერთ მხარს, რომელიც შესაძლებელია, შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა დანაშაულს თავი აარიდონ.

მელია თანახმაა ევროკავშირის მიერ უპრეცედენტო შეთავაზება გამოყენებული იყოს, მე ნიკა მელიას გადაწყვეტილებას მივესალმები და იმედი მაქვს ციხიდან გამოვა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g