LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სანქციები, ყველაფერი შეიცვლება, დალაგდება… დღეს არის უსამართლობის სრული პიკი“ – კახა კალაძე ესტონეთის მიერ დაწესებულ სანქციაზე

176
კახა კალაძე

ესტონეთის მიერ საქართველოს 14 თანამდებობის პირისთვის და მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესებას, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სანქციები, ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო, ევროპა“.

მისივე თქმით, ყველაფერი დასრულდება 20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაში და საქართველოშიც.

„ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს“ – მარგუს ცაჰკნა

„ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ამავდროულად არის მორიგი უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“ – გივი მიქანაძე ესტონეთის მიერ დაწესებულ სანქციაზე

„ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში. კარგად ვხედავთ თუ რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს, თუმცა ყველაფერი დასრულდება. 20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და, რა თქმა უნდა, საქართველოში.

სანქციები საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ეს არის დროებითი პროცესი, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი დალაგდება, იქნება განსხვავებული მსოფლიო, ევროპა. ისეთი ევროპა, როგორც ჩვენ ქართველებს წარმოგვიდგენია და ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის, ისეთი ევროპა დაბრუნდება, რაც გვინდა, რომ დაბრუნდეს.

დღეს, რაც ხდება ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს არის უსამართლობის სრული პიკი, უსამართლობის კადრების სრული პიკი, თეთრზე გვიმტკიცებენ შავია და აქვთ მცდელობა თვალებში ნაცრის შეყრის. ეს ყველაფერი დასრულდება და დაბრუნდება ისეთი სამართლიანი ევროპა, საითკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g