თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ ახალ გზას მეწყრული პროცესები არ შეეხოს.
„არანაირი პრობლემა იქ აღარ არის. თქვენ იცით, რომ ახალი გზა გაგვყავს, შესაბამისად, არის სამი კონკრეტული ადგილი, რომელიც მეწყერსაშიში იყო და სამივე ამ ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ამ ახალ გზაზე იყოს გადაადგილება ყველასთვის უსაფრთხო. ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც მაჭავარიანს ქუჩას და მარშალ გელოვანის გამზირს აკავშირებს ერთმანეთთან“, – განაცხადა კალაძემ.