პიანისტი ბექა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს.
როგორც პიანისტი წერს, არაფერი არ უდრის სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის დროს გამარჯვების შეგრძნებას.
“არანაირი მუსიკა, არანაირი პროფესია, არანაირი კარიერა, არანაირი სახის ბენეფიტი არ უდრის სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის დროს გამარჯვების შეგრძნებას.
საქართველო და პრინციპი უპირველესყოვლისა!
ბოლომდე გვერდში გიდგავართ, არსად წასვლას და გაქცევას არ ვაპირებ! დღეს, როგორც ყოველთვის, ჩემი მუსიკაც და პროფესიაც ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნაა”,-წერს ბექა გოჩიაშვილის ფეისბუქში.