LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირი საშინაო დავალებები და ნიშნები – როგორია ილონ მასკის კერძო სკოლა?

312
page

მილიარდერ ილონ მასკს არასოდეს მოსწონდა თავისი სკოლა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი უფროსი შვილები სასკოლო ასაკის გახდნენ, მან რადიკალურ ზომებს მიმართა. ექსცენტრიულმა გამომგონებელმა სპეციალურად თავისი შვილებისათვის კერძო სკოლა შექმნა, რომელიც სრულიად განსხვავდება ყველაფერი იმისაგან, რაც ყველა ჩვენგანისათვის სკოლასთან ასოცირდება.

მასკის სკოლა პატარა და მეტად გასაიდუმლოებულია: მას არც ვებგვერდი აქვს და არც სოციალური ქსელის ანგარიშები. ცნობილია, რომ სკოლაში არ არსებობს ცნებები – “საშინაო დავალება” და “მაღალი ნიშნები”. ,,ბიზნეს ინსაიდერთან” საუბარში მასკმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, განათლების სისტემა მოძველებულია და თანამედროვეობის გამოწვევებს აცდენილია.

დღესდღეობით სკოლებში ისევ ძველებურად ასწავლიან – გარკვეულ დისციპლინებს, ყველას ერთნაირად და ერთი ხერხით, ინდივიდუალიზმზე და ბავშვის ინდივიდუალურ ინტერესებზე კი არავინ ფიქრობს. სწორედ ამიტომაც მასკს სკოლის დაარსება მოუწია მას შემდეგ, რაც თავისი შვილებისათვის შესაბამისი სკოლა ვერც საჯარო და ვერც პრესტიჟულ კერძო სკოლებს შორის ვერ აღმოაჩინა.

სკოლა, სახელად ,,ედ ასტრა”, პატარა და ექსპერიმენტულია. იქ ილონ მასკის შვილებთან ერთად ძირითადად, SpaceX-ის თანამშრომელთა ბავშვები სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ სკოლის სახელი ლათინურიდან ითარგმნება, როგორც “ვარსკვლავებისაკენ”.

ილონის თქმით, მისი ხედვა კლასების სისტემის გაუქმებასაც გულისხმობს. „ზოგ ადამიანს უცხო ენები უყვარს, ზოგს მათემატიკა აინტერესებს, ზოგს მუსიკა”, – ამბობს მასკი და დასძენს, რომ უფრო ჭკვიანური იქნება, თუ განათლება ბავშვების ინტერესებსა და შესაძლებლობებს მოერგება.

ცნობილი გამომგონებელი არც ისე ბედნიერად იხსენებს იმ დროს, როდესაც სკოლაში დადიოდა.

„მე ვერ ვიტანდი სკოლაში სიარულს, ეს წამებას უფრო ჰგავდა. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ისწავლოს პრობლემების გადაწყვეტა. თუ შევძლებთ, რომ ჩვენს შვილებს ეს ვასწავლოთ, შეგვიძლია მათ მომავალთან დაკავშირებითაც აღარ ვინერვიულოთ”, – ამბობს იგი ინტერვიუში.

მოცემულ მომენტში “ედ ასტრაში” 7-14 წლის ასაკის 40 მოსწავლე სწავლობს. ყველა ბავშვი ერთად ესწრება გაკვეთილებს, ასაკის მიუხედავად.

სკოლა ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, ბელ ეირიში მდებარეობს, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ ხანდახან “სფეის იქსის” ოფისსაც ეწვიონ.

“ძალიან მიხარია, რომ ის ყველაფერი, რაც ჩვენს სკოლას ყველა სხვა დანარჩენისაგან გამოარჩევს, ნამდვილად დადებითად მოქმედებს ბავშვებზე. მათ უყვართ სკოლაში დროის გატარება და იმ აქტივობების განხორციელება, რაც სკოლის ყოველდღიური რეჟიმის ნაწილია”, – აცხადებს მასკი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g