სპორტსმენი ნანა ნებიერიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (19 აგვისტოს ნომერი) მისი ცხოვრების საინტერესო მომენტებს იხსენებს.
კითხვაზე, სახალისო ამბავი, რომელიც პაემანზე გადაგხდათ, ნანა ნებიერიძე პასუხობს:
„სახალისო ის არის, რის გამოც ჩემი დაქალები მეხუმრებიან. მე არანორმალურად პუნქტუალური ადამიანი ვარ. სამწუხაროდ, საქართველოში ეს უდიდესი პრობლემაა. ერთხელ მახსოვს, პაემანზე მივდიოდი, დაქალს დავურეკე რჩევისთვის და პირველი, რაც მირჩია ის იყო, რომ მამაკაცზე ადრე არ მივსულიყავი. ქალი ხარ და ელემენტარულია, 10-15 წუთი მაინც დაიგვიანე, ცოტა ინერვიულოს, აუცილებელი არის შვეიცარიული საათის სიზუსტით მიხვიდეო. რა ვქნა, ჩემთვის გამორიცხულია სადმე დაგვიანება. ამის შანსი არ არსებობს, არ ვიცი აღზრდის ბრალია, თუ ჩემი ბიოლოგიური საათის, მაგრამ პაემანი კი არა სადაც არ უნდა მივდიოდე, დათქმულ დროს ადგილზე უნდა ვიყო“.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ჟურნალში „თბილისელები“.