LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაორდინალური ქორწილი – კორონავირუსის გამო სტუმრები ცერემონიას მანქანებიდან ადევნებდნენ თვალს

244
606x359-cmsv2-04a91919-722b-585e-922d-7020de69f097-4668922

კორონავირუსის ეპოქაში ევროპაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კინოთეატრი ავტომობილში, საეკლესიო მსახურება ავტომობილში, გერმანიაში კი უკვე ახალი საავტომობილო ქორწილიც აქტუალურია. აქ ნეფე და პატარძალმა, საკუთარი ქორწილი მცირე სცენაზე რა თქმა უნდა დამცავი ნიღბებით აღნიშნეს. ქორწინების რეგისტრატორები მერიის ოფიციალური პირები იყვნენ, თუმცა, წყვილს მათაგან მინა აშორებდა.

ამ არაორდინალურ ცერემონიას სტუმრები საკუთარი მანქანებიდან ადევნებდნენ თვალს და წყვილს გაბედნიერებას საყვირებით ულოცავდნენ.

სიძეც და პატარძალიც კმაყოფილი დარჩა. “შუშა ვერც კი შევამჩნიე”, – ამბობს პატარძალი.
“დიახ, დღეს ეს ყველგან ნორმალურია, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ბედნიერები ვართ, რომ დაქორწინება, თუნდაც ასე, შევძელით. ეს მშვენიერია,”- აღნიშნა ნეფემ.

ახალგაზრდებს ქორწინების რესტორანში აღნიშვნის შესაძლებლობა იმედია მალე მიეცემათ. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ კვირის ბოლოდან კვების ობიექტები თანდათანობით გაიხსნება, მაგრამ სამწუხაროდ წყვილის თაფლობის თვე გაურკვეველი ვადით გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g