LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობო ორგანიზაციები კარლ ჰარცელს: გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის

122
ჰარცელი

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს  საქართველოში მრავალწლიანი საქმიანობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.

წერილში, რომელსაც 22  ორგანიზაცია აწერს ხელს, აღნიშნულია,  რომ კარლ ჰარცელმა საქართველოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გააკეთა.

„ბატონო ჰარცელ,

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან – და პირადად თქვენგან.

კობახიძისგან განსხვავებით, ჰარცელი კეთილსინდისიერი დიპლომატია, “ოცნების” მხრიდან პარტნიორებზე თავდასხმები ყველანაირ ზღვარს გადავიდა: ვინ როგორ აფასებს კობახიძის განცხადებას

გახარია: საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს ვგმობ

თქვენი საქართველოში ყოფნის პერიოდი დაემთხვა ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს, როგორც საქართველოში – ასევე უკრაინაში. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იღებდა საქართველოს მთავარი საგარეო-პოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, და განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ავლენდით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ჩართულობას ყველა იმ რეფორმის გატარებაში, რომლებიც დააახლოებენ საქართველოსა და ევროპის კავშირს, და რომელთა ჩატარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თქვენ პირადად იყავით ჩართული არაერთ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას – იქნებოდა ეს ტურიზმის მხარდაჭერა, აგრარული სექტორის განვითარება, თუ საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა.

განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში – სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება.

კობახიძე: ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში

"დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს" - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედების დაფასებით. ეს პატივისცემა და ქართული კულტურის, ჩვენი სიამაყის, დაფასება ყოველთვის გვემახსოვრება.

ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდაპოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ვიდეო: გვჯერა, რომ შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო გამოიყენებს – კარლ ჰარცელი საქართველოს ემშვიდობება

მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვას და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო-პოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერად მომავალშიც დარჩებით. მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა“. – აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ქალები საერთო მომავლისთვის
  • საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
  • დემოკრატიის ინდექსი
  • საქართველო დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  • უფლებები საქართველო
  • სამოქალაქო იდეა
  • გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • ჭავჭავაძის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
magti 5g