LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის კანდიდატურები დაასახელეს

45
სახალხო დამცველობის კანდიდატები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ფონდ ღია საზოგადოების“ ოფისში სახალხო დამცველის კანდიდატურები დაასახელეს.

ფონდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურები დაასახელეს.

ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია;

ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელია; 2017-2021 წლებში, პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად იყო არჩეული.

მესამე კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე, მოქმედი სახალხო დამცველის პირველი მოადგილეა. მანამდე ის „ღია საზოგადოების ფონდში“ მუშაობდა. როგორც ბურჯანაძემ „ფორტუნას“ უთხრა, გადაწყვეტილების შესახებ მედიასთან უახლოეს დღეებში ისაუბრებს.