LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობოები “პანორამა თბილისის” ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის აკრძალვას ითხოვენ

104

ბიზნეს ცენტრ “პანორამა თბილისის” ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის დაშვების წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს მიმართავენ.

გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის გენერალური გეგმის იმ ნაწილების სამართლებრივი შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომელიც თბილისის ისტორიული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მასიურ განაშენიანებას უშვებს.

„პანორამა თბილისის“ განხორციელება არაერთი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტის აზრით მთლიანად ანადგურებს თბილისის ისტორიულ ლანდშაფტს, რაც ქალაქის კულტურული და ეკოლოგიური გარემოს უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, აღნიშნული პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან,  ბუნებრივი და კულტურული გარემოთი სარგებლობის შესახებ. მოსარჩელეები ერთიანდებიან  სარჩელის წარდგენისას, რათა დაიცვან მათი კანონიერი ინტერესი და კონსტიტუციით გარანტირებული უფლება“ – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს წარადგენენ: “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „მწვანე ალტერნატივა“, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო“, „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“, „პარტიზანული მებაღეობა თბილისი“, „თბილისის ჰამქარი“, „მწვანე მუშტი“.

“პანორამა თბილისი” “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია, რომელიც ბიზნესცენტრისა და სასტუმროების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი მოიცავს სოლოლაკის მაღლობს, ფერდობსა და ერეკლე მეორის მოედანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g