LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობოებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატურა დაასახელეს

316efc3d-2c27-4a8a-bd05-131cdb3bd2da_tv_w650_r1

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ​არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. კონსულტაციების თემა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებია, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა ხვალ უნდა წარადგინოს.

შეხვედრაზე ოთხი კანდიდატურა დასახელდა.

თამარ ჟვანია – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჯავახიშვილი – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, ლადო ბოჟაძე -“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, მარიამ შელეგია.

ლადო ბოჟაძის განცხადებით, აღნიშნული კანდიდატურები თავად მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დაასახელეს. მისი ინფორმაციით, პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატურა არ დაუსახელებია.

“დასახელდა ოთხი კანდიდატურა, მათ შორის, თამარ ჟვანიას, გიორგი ჯავახიშვილის, მარიამ შელეგიას და ჩემი კანდიდატურები, თუმცა აქვე ითქვა, რომ გიორგი ჯავახიშვილი თავად არ გეგმავს ამ პროცესში ჩართვას. ბუნებრივია, პრეზიდენტი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა იცით, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ მან სამი კანდიდატურა უნდა წარადგინოს ცესკოში.

თავად სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მას არანაირი კანდიდატურა არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, მან მოუსმინა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციიის წარმომადგენელს, ჩაინიშნა მათი პოზიციები და სავარაუდოდ, ამ ოთხი დასახელებული კანდიდატიდან წარადგენს ცესკოში.

შანსები დასახელებულ კანდიდატებს შორის ბუნებრივია, თანაბარი არ არის, რადგან ქალბატონი თამარი გახლავთ მოქმედი თავმჯდომარე. ის 5 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა იმ ადამიანებთან, ვინც მას მხარი უნდა დაუჭიროს და ბუნებრივია, ფავორიტი რა თქმა უნდა, არის თამარ ჟვანია”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

magti 5g