LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ბუნებრივი აირის ფასი 4 თებერვლიდან გაეზრდებათ

გაზი

ბუნებრივი აირის ფასი 4 თებერვლიდან იმ მომხმარებლებისთვის იცვლება, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 86 თეთრი იქნება.

„აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს,“ – ამის შესახებ „ყაზტრანსგაზში“ აცხადებენ.

“მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46,139 თეთრი,” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g